ბინა ბინის შერჩევა
ძველი თბილისის კულტურულ ცხოვრებაში მოედნები ყოველთვის განსაკუთრებულ როლს თამაშობდა. საუკუნეების განმავლობაში, ავლაბარში იყრიდნენ თავს დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან წამოსული გზები. დღეს ქალაქის ისტორიულ ცენტრში, ადგილას, სადაც ოდითგანვე იკრიბებოდნენ ადგილობრივები, გამვლელები თუ მგზავრობისგან დაღლილი ვაჭრები, იქმნება ქალაქის ახალი მუხტი.
მიუხედავად იმისა, რომ მოედანის კონცეფციაში დიდი ადგილი უჭირავს ისტორიასა და მემკვიდრეობას, ეს უდავოდ არის სივრცე ოცდამეერთე საუკუნის ადამიანისთვის, მორგებული მის მრავალფეროვან საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე. აქ იქნება ყველაფერი - საერთო სამუშაო და ალტერნატიული საგამოფენო სივრცეები, დიდი ეზო, კაფეები, ბარები და მაღაზიები. მოედანი ძალიან ხმამაღალი, გამოკვეთილი და სიცოცხლით სავსე ადგილია, სადაც ველოდებით ყველას, ვინც თანამედროვე ცხოვრების წესს მისდევს.
მოედანი ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც მისი სტუმარი - სავსე ფერებით, ისტორიებით და შესაძლებლობებით. ბრენდის სლოგანია “ადგილი, სადაც…” და, გამოდის, რომ ვიზიტორი თავადვე წყვეტს რა არის მოედანი - ადგილი, სადაც ცხოვრობ, ერთობი, თუ მუშაობ, ისვენებ, უსმენ მუსიკას, ხვდები მეგობრებს და აგროვებ ახალ შთაბეჭდილებებს.
ასე შეიქმნა თანამედროვე ბრენდი თანამედროვე ადამიანებისთვის.