თბილისის ისტორიულ უბანში მშენებარე მრავალფუნქციური კომპლექსი „მოედანი“ საახალწლო აქციას იწყებს. მომხმარებლები, რომლებიც შეიძენენ ბინას საახალწლო შეთავაზების ფარგლებში, საშუალება ექნებათ აირჩიონ სასურველი საჩუქარი.
2 სკუტერი Vespa
Smarter.ge-ის 10,000 ლარიანი ვაუჩერი "ჭკვიანი სახლი"-ს სისტემების შესაძენად
Elit Electronics-ის 10 000 ლარიანი ვაუჩერი საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის
შეთავაზება ძალაში 31 დეკემბრამდე.
„მოედანი“ ადგილი, სადაც ცხოვრობ, მუშაობ, ერთობი.
ავლაბრის ცენტრში მდებარე „მოედანი“ უნივერსალური ადგილია თანამედროვე ცხოვრების სტილის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც ეძებენ უძრავი ქონების პრემიუმ პროექტს, საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ ტურისტულად მიმზიდველ, ისტორიულ უბანში.
1,4 ჰექტარ ფართობზე განთავსებული უნიკალური არქიტექტურის მქონე, მრავალფუნქციური კომპლექსი ერთ სივრცეში აერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, კომერციულ და საერთო სამუშაო ფართებს და რაც მთავარია, 5200 კვმ საზოგადოებრივ სივრცეს სოციალიზაციისთვის.
პროექტი 4 საცხოვრებელ შენობას მოიცავს. პირველ სართულზე განთავსდება რესტორნები, ბარები, კაფეები და მაღაზიები.
„მოედანი“ უზრუნველყოფს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს - კომპლექსი აღჭურვილი იქნება უახლესი სახანძრო და ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით.
მაცხოვრებლებსა და სტუმრებს შეეძლებათ ისარგებლონ კომფორტის სხვადასხვა პირობებით, მათ შორის: მრავალფეროვანი სივრცეებით სოციალიზაციისთვის, კაფე/ბარებით, საგამოფენო სივრცით ავტოსადგომით, საერთო სამუშაო სივრცეებით, სავაჭრო ობიექტებით და კეთილმოწყობილი ტერიტორიით.
პროექტი „თიბისი“ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
„მოედანი“ მომხმარებელს გადახდის მაქსიმალურად მოქნილ პირობებს სთავაზობს. სპეციალური შეთავაზებები ვრცელდება წინასწარი შენატანის შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია თანხის 80 %-ის გადახდა პროექტის ჩაბარებისას, მათთვის კი, ვინც ისარგებლებს სახელმწიფოს იპოთეკური სესხის საპროცენტო სუბსიდირების პროგრამით 4%-მდე, დამატებით მიიღებს 7 %-იან ფასდაკლებას.
მშენებლობა 2022 წლის გაზაფხულზე სრულდება